გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება


2018-02-10

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი სახლების (კორპუსების) გამრიცხველიანების სამუშაოებს  ასრულებს.  პროექტი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით -788 100 ლარით - დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი. 87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი (19 660 გრძივი მეტრი), დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველები, სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები.

გურჯაანის მოსახლეობას წყალი, აქამდე, 8 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება და ადგილობრივები სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ. 




სიახლეები