გარემოს დაცვითი საკითხების საჯარო განხილვა ფოთში


2011-12-12

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას გეგმავს, რაც ქალაქში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას, მის ხარისხს და მთლიან წყალარინების სისტემას. მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანიის ხარისხის მართვის, განსახლების და  გარემოს დაცვის დეპარტამენტი აღნიშნული საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას ჩაატარებს. ამ თემაზე შენიშვნებსა და კომენტარებს კომპანია სხვადასხვა უწყებებიდან ელოდება. ღონისძიება 2012 წლის 30 იანვარს გაიმართება და მას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი თანამშრომლები და მოსახლეობა დაესწრება.




სიახლეები