სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განაგრძობს ქუთაისის მასშტაბით ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას.
8 დეკემბერს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კუპრაძის ქუჩის I შესახვევში დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება 200 გრძ. მეტრი სიგრძის წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელი თავის გადამყვანი მოწყობილობებით. ქსელის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით წყალქცევებს, ადეკვატურად იზრდებოდა დანაკარგების რიცხვი და სასმელი წყლის დაბინძურების რისკებიც, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სერვის ცენტრის მენეჯმენტის სრულყოფას.
10 დეკემბრიდან, კუპრაძის ქუჩის 100 მობინადრე ყოველდღიუ რეჟიმში 5საათიანი გრაფიკით მიიღებს სუფთა სასმელ წყალს და მისი ყაირათიანად მოხმარების მიზნით, თითოეულ ოჯახს წყალმზომი დაუმონტაჟდება.