გამრიცხველიანების პირველი ეტაპი თელავში
2011-12-07
ქალაქ თელავში დაიწყო ფიზიკური პირების გამრიცხველიანების პირველი ეტაპი. ამ ეტაპის ფარგლებში გამრიცხველიანდება 800 აბონენტი. მრიცხველის შეძენა და მათზე გაწეული სამონტაჟო სამუშაოები კომპანიას სოლიდური თანხა უჯდება, თუმცა მომხმარებლისათვის მხოლოდ 100 ლარს შეადგენს. ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მრიცხველის ღირებულება გადაიხადოს ეტპობრივად, 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული მრიცხველები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არის ჩინური წარმოების და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ამ ეტაპის სამონტაჟო სამუშაოების შედეგად თელავში 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. გამრიცხველიანების პირველი ეტაპი დეკემბერში დასრულდება, რის შემდგომაც 2012 წელს ბოლო, მეორე ეტაპი განხორციელდება.