24 საათიანი წყალმომარაგება ჯვარის მოსახლეობას


2018-02-01

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქ.ჯვარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში უწყვეტი წყალმომარაგება იქნება.

პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და ჭაბურღილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებს. სამუშაოებზე, ამ ეტაპზე, 52 ადამიანია დასაქმებული.

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას წლებია  წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 10 000-მდე ადგილობრივი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 19,217,255 ლარია. სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. 




სიახლეები