დასაქმების ფორუმი
2011-12-02
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ასაქმებს. დღეს, კომპანიამ ექსპო ჯორჯიას პავილიონში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ვაკანსიები იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში წყალმომარაგების აგენტების, ინჟინრებისა და ბუღალტრის პოზიციაზე. აღნიშნული პოზიციებით მრავალი პირი დაინტერესდა. კომპანია შეისწავლის მათ მონაცემებს და შერჩევის შემდგომ დაასაქმებს კადრებს თბილისსა და რეგიონებში. საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს ხალხის დასაქმებას და მსგავს ღონისძიებებშიც კვლავ მიიღებს მონაწილეობას.