ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა


2018-01-17

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა საჩხერეში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის განსახლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა  გამართეს. 

ჭიათურის წყალმომარაგების  სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB)  36, 631,493 ლარით აფინანსებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს მიწის შესყიდვისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პირობებზე.  პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული პირებისთვის  საარსებო საშუალებების შენარჩუნების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  მოამზადა მიწის შესყიდვის  გეგმა, რომელიც ითვალისწინებს  კომპენსაციის მიღებისა და პროექტის ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის პირობებს. გარემოს დაცვის, განსახლებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა, მაკა გოდერძიშვილმა მოსახლეობას მიწის შეფასების მეთოდოლოგია და კომპენსაციის განაკვეთები დეტალურად განუმარტა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები და განსახლების პოლიტიკის ძირითადი მიზნები: შესაძლებლობის ფარგლებში თავიდან აიცილოს ან მინიმუმამდე შეამციროს არანებაყოფლობითი განსახლება; ხელი შეუწყოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა კერძო საკუთრება მოექცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების არეალში.                     

შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

 




სიახლეები