გაუმჯობესებული წყალმომარაგება ჩხოროწყუსა და ზესტაფონში
ჩხოროწყუს მოსახლეობა უახლოვეს მომავალში სასმელ წყალს 24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მოსახლეობა წყალს დღის განმავლობაში 5-6 საათი იღებს.
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნულ ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა. ამჟამად, ქალაქში გამრიცხველიანების სამუშაოები სრულდება, რომლის ხარჯებიც კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდგომ კი ჩხოროწყუს 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადართვა შესაძლებელი გახდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასევე ახლო მომავალში ზესტაფონში დაასრულებს ელექტრო სისტემის და ტუმბო დანადგარების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი ყოველდღიურ რეჟიმში გადავიდეს და 2 საათის ნაცვლად მისი ხანგრძლივობა 4 საათამდე გაიზარდოს.