წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ქარელში


2011-11-25

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს რეგიონებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის პროექტების შემუშავებას. კომპანიამ ქარელის, დაბა აგარას და სოფელ ქვენატკოცის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე  მუშაობა დაასრულა.

პროექტის მიხედვით, მოხდება სათავე ნაგებობის, შიდა ქსელის, მაგისტრალის, რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი საშუალებების მონტაჟი.

პროექტის განხორციელება ახლო მომავალში დაიწყება. მისი დასრულების შედეგად სასმელი წყლის მიწოდება 13 255 მოსახლეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება და გრაფიკი ყოველდღიურად 20-22 სთ.-მდე გაეზრდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქარელის რაიონში მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად 10 სთ-ანი გრაფიკით იღებს.




სიახლეები