ეკოლოგიური შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა სამ ქალაქში


2011-11-24

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარისხის მართვის, განსახლების და  გარემოს დაცვის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სამ ქალაქში-ზუგდიდიში, ფოთში და მარნეულში, 2011წლის ნოემბერში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის წინასწარი ეკოლოგიური შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა. თითოეულ ქალაქში  საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კომპანიის ადგილობრივი თანამშრომლები და მოსახლეობა დაესწრო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა  უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტეს, თუ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რა სახის მშენებლობას და  რეაბილიტაციას გეგმავს კომპანია აზიის განვითარების  ბანკის მიერ დაფინანსებული ურბანული სერვისის გაუმჯობესების საინვესტიციო  ქვე-პროექტების ფარგლებში.

 


 




სიახლეები