ახალი მაგისტრალური ქსელი ჭიათურაში


2011-11-18

საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ჭიათურაში ახალი ქსელის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. აშენდა 300 გრძ. მეტრის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.

ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩის 9 მაღალსართულიანი კორპუსის 300 აბონენტი წლების მანძილზე სასმელ წყალს 2 საათიანი გრაფიკით, შეფერხებით იღებდა. მიზეზი ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემა იყო, რომელიც შეკეთებით სამუშაოებს აღარ ექვემდებარებოდა. საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ოპერატიულად განახორციელა სამშენებლო სამუშაოები.

ამჟამად მიმდინარეობს თითოეული კორპუსისთვის ჩამკეტი ურდულების მონტაჟი და მომხმარებლის ახალ ქსელზე დაერთებითი სამუშაოები, რის შემდეგაც არა მხოლოდ გიორგაძის, არამედ მღვიმელის ქუჩის კერძო დასახლების 30 ოჯახიც სასმელი წყლის მიწოდების ყოველდღიურ, 12 საათიან გრაფიკზე გადავა.




სიახლეები