ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა


2017-12-13

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ერთობლივი საწარმო "Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG“ და „EMIT Group – Ercole Marelli Impianti Tecnologici S.r.l”-ის წარმომადგენელმა ელენე ჯული შპრინგერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქალაქ ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის(ADB) მიერ და მისი ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს.

კომპანია „Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით, წყალარინების მიმართულებით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, ზუგდიდის წყალარინების სისტემის მშენებლობა, ანაკლიისა და ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. იხილეთ ბმული:




სიახლეები