პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ერთერთი ასეთი პროექტი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა იყო.
დავით ბაქრაძე, კონკრეტულად მარჯანიშვილის ქუჩას ესტუმრა და სასმელი წყლის შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გურჯაანში უკვე დასრულდა სათავე ნაგებობების მშენებლობა და სატუმბ სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაოების დათვალიერების პარალელურად გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა. საუბრისას მან კმაყოფილება გამოთქვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების შესახებ და აღნიშნა, რომ სასმელი წყალი – ეს დიდი ხნის პრობლემაა გურჯაანში და სულ მალე ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ პროექტის დაწყებამდე გურჯაანის მოსახლეობა სასმელ წყალს კვირაში მხოლოდ ორჯერ იღებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწოდების გრაფიკი ყოვლედღიურ რეჟიმში გადავა და გრაფიკი 8-10 საათით გაიზრდება.