ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე შიდა ქსელის დაზიანება აღმოიფხვრა
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ამორტიზირებული შიდა ქსელის გამო ასამდე მომხმარებელი 2 კვირის განმავლობაში სასმელ წყალს შეფერხებით იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა გადამყვან ქსელზე წარმოქმნილი დაზიანებების ლიკვიდაცია უშუალოდ მოსახლეობის პრეროგატივაა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი აბონენტთა მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად შეუდგა პრობლემის შესწავლას. ასფალტის საფარის გაჭრის ნებართვის მიღების შემდეგ კომპანიამ 11 ნოემბერს შიდა ქსელებზე გადამყვანი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყო. 12 ნოემბრიდან ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის ასამდე მოსახლე შეფერხების გარეშე, ყოველდღიურად მიიღებს სასმელ წყალს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის საავარიო ბრიგადა ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს ათზე მეტ ლოკალური დაზიანებების ლიკვიდაციას. მიმდინარე წელს საკუთარი სახსრებით 2000–მდე დაზიანება აღმოიფხვრა. ერთიან ჯამში 5 კმ. სიგრძის ქსელი იქნა გამოცვლილი.