დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთაში ახალ ტრეინინგ-ცენტრს გახსნის


2011-11-07

დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთაში ახალ ტრეინინგ-ცენტრს გახსნის. აღნიშნული ტრეინინგ-ცენტრი ქვეყნის მასშტაბით არსებულ 54 სერვის-ცენტრს მოემსახურება. ინტენსიურ რეჟიმში მოხდება კომპანიის თანამშრომლების პროფესიუილი გადამზადება შემდეგ საკითხებში: წყალმომარაგება და ოპერირება, ბილინგის სამსახური, აბონენტებთან ურთიერთობა, ლოჯისტიკა, ზოგადად მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსური საკითხები და ა. შ.
პირველი ჯგუფი 15 სერვის-ცენტრის მენეჯერია, რომლებიც დღეიდან გაივლიან  7 დღიან   თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.
ცენტრი უმოკლეს ვადებში აშენდა და კომპანიის თანამშრომელთა გადამზადებისთვის ყველა საჭირო ინვენტარსა და პირობებს ფლობს. აქვე მდებარაობს რეგიონიდან ჩამოსული პერსონალისთვის მოსასვენებელი ოთახებიც.
 




სიახლეები