გორის ციხის ძველი უბნის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი


2011-11-03

პრეზიდენტის განკარგულებით, ახლო მომავალში ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლის - გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყება, რის შედეგადაც ტურისტებისათვის მისი სტუმრობა ბევრად უფრო საინტერესო და კომფორტული გახდება. ამ პროექტის ფარგლებში ისტორიული უბნის ინფრასტრუქტურის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მოხდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გორის ციხის ძველ უბანში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტი მოამზადა, რომელიც წყალგაყვანილობის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას გულისხმობს.  პროექტი ძველი, ამორტიზირებული შიდა ქსელების ახალი, თანამედროვე მასალებით ჩანაცვლებას, წყალგაყვანილობის და წყალარინების ქსელების შეცვლას მოიცავს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, წყალგაყვანილობის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები, სხვა ინფრასტრუქტურულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად ახლო მომავალში დაიწყება.




სიახლეები