წყალგაყვანილობის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია „წყალი ყველას“ ინიციატივის ფარგლებში განაგრძობს ქუთაისში ამორტიზირებული წყალგაყვანილობის სისტემის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზირებული ქსელის გამო წყალქცევები ფიქსირდებოდა. მაღალი იყო დაბინძურების რისკიც. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი ივლისის თვეში განხორციელდება ხოლო მეორე ეტაპი ოქტომბერის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე იცვლება წყალმომარაგების 500 მეტრიანი ქსელი, რომელიც ექსპლუატაციაში 20 ნოემბერს შევა.
შედეგად 200 მდე აბონენტი შეუფერხებლად და თვითდინებით უსაფრთხო სასმელ წყალს მიიღებს.
ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ სამ ქუჩაზე – წყალტუბოს, სულხან–საბას და კიბულის ქუჩებზე განახორციელა. სულ, ოქტომბრის თვეში, ქუთაისში 1000 მეტრი სიგრძის ქსელი იქნა გამოცვლილი თავისი გადამყვანებით.