საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტთა ტრეინინგი
მიმდინარე წლის 24-28 ოქტომბერს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 15-მა სპეციალისტმა „სასმელი წყლის უსაფრთხოების დაგეგმვის“ თემაზე სასწალო კურსი გაიარა. სემინარი USAID-ის პროექტის ფარგლებში GLOWS კონსორციუმის მიერ განხორციელდა.
სასწავლო კურსი 5 დღის განმავლობაში სასტუმრო „ძველ თბილისში“ მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა წყლის ხარისხი და ჯანმრთელობის დაცვა, ტრენირება რისკების შეფასებაში, საგანგებო ვითარებებისას, განვითარების საკითხებში. ტრეინიგის ფარგლებში ასევე გაიმართა სიტუაციების ანალიზი და დისკუსიები.
აღნიშნული პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განაგრძობს თანამშრომლობას ღონისძიების ორგანიზატორებთან და სამომავლოდ მსგავსი ტიპის სხვა პროექტებშიც მიიღებს მონაწილეობას.