თელავში სასმელი წყლის დებეტი გაიზარდა


2011-10-26

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის–ცენტრმა ბურუს–ნაქალაქარის სათავეზე დამატებითი დრენაჟები მოაწყო.

ამის შედეგად, ქალაქ თელავის წყალმომარაგების დებეტი გაიზრდება 10–15 ლიტრით წამში. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ყოველდღიურ რეჟიმში წყალმომარაგების გაუმჯობესებას და საათების მიხედვით გაზრდის სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკს.

გარდა ამისა, შეგახსენებთ რომ ქალაქ თელავში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მთავარი მაგისტრალის შეცვლას.




სიახლეები