მე-6 ტრანშის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა


2017-09-17

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმო "Temelsu International Engineering Service Inc.”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ და "Hill International N.V."-ის ვიცე-პრეზიდენტმა სერდარ იბრაჰიმ გუჯარმა მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საწარმო მე-6 ტრანშის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ შემდეგ პროექტებს: ჭიათურასა და მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. ასევე, განხორციელდება ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.

აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, მოეწყობა წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იხილეთ ბმული




სიახლეები