საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სტუდენტები დასაქმდენენ


2011-10-24

მიმდინარე წლის მაისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოთხ უმაღლეს სასწავლებელს - "საქართველოს უნივერსიტეტს", "თბილისის  თავისუფალ  უნივერსიტეტს",  "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რამოდენიმე სტაჟიორი დასაქმდა. სტუდენტები კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებში სტაჟირებას 3 თვის განმავლობაში გადიოდნენ.

მემორანდუმი  აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტების გადამზადებას, პრაქტიკის გავლას და წარჩინებულების დასაქმებას ითვალისწინებდა. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შერჩევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და დღეს 40-მდე წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც განსაკუთრებული მონდომება და უნარები გამოავლინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის საქვეუწყებო სამსახურებში დასაქმდნენ და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

 




სიახლეები