საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დურუჯის ტბაზე სამუშაოები უკვე დაასრულა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დურუჯის ტბაზე უკვე დაასრულა წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები.
ყვარელში მდებარე დურუჯის ტბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად დამონტაჟდა 4306 მეტრი სიგრძის წყალსადენის და 2131 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი, მოეწყო ორი ჭაბურღილი და მეტალის მასშტაბური რეზერვუარები.
დურუჯის ტბაზე მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოებისას ორმოცდაათამდე ადგილობრივი მუშა–ხელი დასაქმდა. სამუშაოები სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და ორმოცდახუთი დღის ვადაში დასრულდა. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 1მლნ. ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტბის ტერიტორიაზე სპორტული მოედნების, სასტუმროების, რესტორნების და გასართობი ატრაქციონების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მისვლას და დასვენებას.