2011 წლის ბოლოსთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ოთხ ახალ, თანამედროვე სერვის ცენტრს გახსნის


2011-10-20

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით რეგიონული სერვის ცენტრების ოფისების მშენებლობას. ამ ეტაპზე ოფისების მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ რაიონში: ხაშურში, სენაკში, სამტრედიასა და ბორჯომში. ოფისები თანამდროვე, მოდერნისტული დიზაინითაა დაპროექტებული და მისი ძირითადი კონსტრუქცია მეტალისა და შუშისგან შედგება. 

მშენებლობის დასრულების შედეგად მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სერვის ცენტრების გაუმჯობესებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.  მშენებლობების დასრულება 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

თავისუფალი მიწის ნაკვეთები რეგიონული ოფისებისთვის საქართველოს მთავრობამ გამოყო და  უძრავი ქონება კომპანიას საკუთრების უფლებით გადასცა.
 




სიახლეები