საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კაპიტალი ეტაპობრივად იზრდება


2011-10-19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას საქართველოს რეგიონების მასშტაბით საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გადასცა. რითაც კომპანიის კაპიტალი 126 მლნ–მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე დამატებით კვლავ მიმდინარეობს ქონების გადმოცემის პროცესი რითაც ისევ გაიზრდება კაპიტალი. აღნიშნული ქონება ნაწილობრივ მოიცავს  ამორტიზირებულ და მიტოვებულ ობიექტებს, რომელიც ახორციელებდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მომსახურებას:  წყალსაცავები, ჭაბურღილები, საფილტრი ავზები და სხვა.

უახლოეს პერიოდში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გეგმავს გადმოცემული ქონების რეაბილიტაციას და ექსპლუატაციაში გაშვებას.

 




სიახლეები