
სტრატეგიულ ობიექტებში წყალგაყვანილობის სამუშაოები დაიწყო
2011-10-18
ქუთაისში პარლამენტის, მთავრობის სახლის, ადმინისტაციის, იუსტიციის სახლის და კონტროლის პალატის შენობების წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს 3.4 კმ. სიგრძის მაგისტრალის გაყვანა, რომლის საშუალებითაც აღნიშნულ დაწესესბულებებს 24სთ-ანი წყალმომარგება ექნებათ. წყლის მიწოდება მოხდება ორი წერტილიდან, საქუსლიას რეზერვუარიდან და 500-ანი მიმწოდებელი მაგისტრალიდან, რაც უზრუნველყოფს შენობების ეფექტურ წყალმომარაგებას. კომპანია ასევე განახორციელებს აღნიშნული ტერიტორიის დაქსელვას და შენობებამდე წყლის მიყვანის სამუშაოებს.