სენაკში, ესვანჯიას ქუჩის მაცხოვრებლები ჭის წყლის ნაცვლად გაფილტრულ, უსაფრთხო სასმელ წყალს მიიღებენ


2011-10-03

ქალაქ სენაკში, ესვანჯიას ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყალი ოცდაათი წელი არ მიეწოდებოდა. აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. მოსახლეობა წლების განმავლობაში გაუფილტრავ წყალს არტეზიული ჭების საშუალებით მოიპოვებდა. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აღნიშნული ქუჩის მოსახლეობამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით თხოვნით მიმართა.

კომპანიამ წყალმომარაგების სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და ოცი დღის ვადაში დაასრულა. სამუშაოების შედეგად დამონტაჟდა 1500 მეტრის სიგრძის ახალი ქსელი. შედეგად სენაკის, ესვანჯიას ქუჩის 150–მდე მაცხოვრებელი ყოველდღიურ რეჟიმში უსაფრთხო, გაფილტრულ სასმელ წყალს 5 საათის განმავლობაში მიიღებს.




სიახლეები