გაუმჯობესებული წყალმომარაგება მანგლისის მოსახლეობას


2017-07-27

დაბა მანგლისის გაუმჯობესებული წყალმომარაგების მიზნით, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ მიწის რეგისტრაციის ფორუმზე ადგილობრივ მოსახლეობას მანგლისის წყალმომარაგების პროექტი გააცნეს.

პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, რაც უზრუნველყოფს წყლის დებიტის გაზრდას. ქსელში დანაკარგების შემცირების მიზნით, დაგეგმილია ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაცია.

სამუშაოები, ასევე, ითვალისწინებს აბონენტების გამრიცხველიანებას, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის რაციონალურ მოხმარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ფორუმზე, დაბა მანგლისის მოსახლეობას და მიწვეულ სტუმრებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ თათარაძემ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მიმდინარე სხვა მასშტაბური   პროექტებიც გააცნო.




სიახლეები