საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ვიდეო კონტროლის სისტემების დანერგვა დაიწყო
2011-09-21
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე შეიმუშავა რეგიონული ფილიალებისა და კომპანიაში შემავალი სხვადასხვა ობიექტების კონტროლის ერთიანი სისტემა. ვიდეო კონტროლი საშუალებას მისცემს მენეჯმეტს თვალყური ადევნოს როგორც პერსონალის მომსახურების ხარისხს, ასევე რეგიონებში მიმდინარე აღდგენით–სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მაგალითისთვის კომპანიამ უკვე დაამონტაჟა ვიდეო კონტროლის სისტემა თბილისის ცენტრალურ ოფისში, ქუთაისის რეგიონულ ფილიალსა და აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრში, ასევე ქვიტირის სატუმბ სადგურზე . აღნიშნული სისტემა იძლევა საშუალებას მოხდეს თანამშრომლებისა და მომსახურე პერსონალის გაკონტროლება ნებისმიერ სამუშაო საათებში. 2012 წლისთვის კომპანიაში შემავალი ყველა რეგიონული ფილიალი აღიჭურვება ვიდეო კონტროლი.