გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გუდაურის მცირე ბიზნესის და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ


2017-07-04

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გუდაურის მცირე ბიზნესის და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დაბა გუდაურის ქვეპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. წინასწარი ეკოლოგიური კვლევის (IEE) ანგარიში გუდაურში წყალარინების სისტემის მშენებლობა-გაუმჯობესებას შეეხებოდა.

გუდაურის ქვეპროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოს შერჩეულ ქალაქებში სოციალური და ეკონომიკური განვითარების ოპტიმიზაცია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების გზით. ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

ბიზნესმენების შეკითხვებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის პროგრამის გარემოს დაცვის კონსულტანტმა ქეთევან ჩომახიძემ უპასუხა. შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დოკუმენტში აისახება.




სიახლეები