თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა


2017-06-28

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის (IEE) ანგარიში განიხილეს. ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას თელავის ქვეპროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები გააცნეს. მოსახლეობის შეკითხვებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის პროგრამის გარემოს დაცვის კონსულტანტმა ქეთევან ჩომახიძემ და საპროექტო დეპარატმენტის შიდა პროექტების სამსახურის უფროსმა ფარნა მიქიაშვილმა უპასუხა. მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დოკუმენტში აისახება.




სიახლეები