ლაგოდეხის სტიქიის მიერ დაზარალებული ობიექტების აღდგენა–რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახოვდება.
2011-09-14
დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მთლიანად დაასრულა ლაგოდეხში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსის წყლით მომარაგების პროცესი.
შეგახსენებთ რომ სტიქიამ მთიანად მოწყვიტა ცენტრალური მაგისტრალი და ოთხასი მომხმარებელი უწყლოდ დატოვა. კომპანიამ წყალდიდობის შემდგომ ამ ორი კორპუსისთვის საგანგებო რეჯიმში საუბნო ონკანები დაამონტაჯა.
დღეისთვის მთლიანად აღდგენილია 150 მეტრიანი ცენტარლური მაგისტრალი და მოსახლეობა წყალს ჩვეული, 24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.