დირექტორი
გიორგი შონია
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი
გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო.
2025 წლის ივნისის ბოლომდე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა, ამავე სამინისტროში იყო მინისტრის მრჩეველი.
2018 წლიდან - 2025 წლის მაისამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა.
2015 – 2018 წწ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა. ასევე, საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა კომისიაში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად, მოვალეობის შემსრულებლად.
2014 წელს მუშაობდა წამყვან სპეციალისტად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის სამდივნოში.
2011 – 2013წწ იყო ტექნიკური დირექტორი და საქალაქო სამსახურებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, '' აი მაქს+ ''.
გიორგი შონიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი - ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებები, ბაკალავრი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
გიორგი შონია დაიბადა 1984 წლის 27 ნოემბერს