
მიხეილ ქუთათელაძე
მიხეილ ქუთათელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2020 წლიდან სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იყო უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტის უფროსი, მანამდე კი დემილიტარიზაციის, უტილიზაციისა და ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2017-2020 წლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში, ამავე კომპანიაში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2010-2011 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ენერგეტიკი, 2009-2010 წლებში კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეცილისტი. 1992-2007 წლებში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინჟინერ-ტექნოლოგი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 1990 წელს თბილისის საგალენტერიო-სატრიკოტაჟო გაერთიანებაში, სადაც მუშაობდა მშენებელ-ინჟინრად.
მიხეილ ქუთათელაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობით. მოგვიანებით კი თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.
მიხეილ ქუთათელაძე დაიბადა 1965 წლის 30 აგვისტოს.