
ზაზა სიხარულიძე
ზაზა სიხარულიძეს წყალმომარაგების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2020 წლიდან იყო შპს „ინ-სი“-ს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირებისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი.
2016-2020 წლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იკავებდა დირექტორის მოადგილის თანამდებობას, მანამდე კი 2012-2016 წლებში, ამავე კომპანიაში იყო ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი.
2008-2012 წლებში შპს „სერვისი“-ს ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2007-2008 წლებში შპს „თბილისის წყალში“ იყო სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების სამსახურის უფროსი, 2003-2007 წლებში ამავე კომპანიის წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
2000-2003 წლებში შპს „თბილწყალკანალის“ სამგორისა და კრწანისის რაიონული წყალმომარაგების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 1992-2000 წლებში იყო შპს „თბილწყალკანალი“-ს წყალდენებისა და მაგისტრალური ქსელების ინჟინერი. 1989-1992 წლებში იყო სგ „საქსოფქიმიას“, სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1986-1989 წლებში მუშაობდა სსგ „თავთავი“-ს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ინჟინრად. 1985-1986 წლებში იყო „საქაგრომრეწვი“ №1-ის სამშენებლო-სარემონტო ტრესტის ინჟინერი.
ზაზა სიხარულიძე პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
დაიბადა 1963 წლის 26 დეკემბერს.