შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვის პროცესის უზრუნველყოფა;
** საქართველოში მოქმედი, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების მიღების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; სატენდერო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება. გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულებში (CMR, SMP) კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სახსრებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის საფუძველზე, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული პროცესის მონიტორინგი;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სახსრებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის საფუძველზე ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია ეკონომიკა/ფინანსები/ სამართალი;
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** უცხო ენა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 17 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.