შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს კომპანიის წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში/დაწესებულებებში;
** მონაწილეობს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, კომპანიაში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვაში;
** ახორციელებს კომპანიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო პროცედურას (შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას და ამზადებს საპასუხო წერილის პროექტს);
** ხელმძღვანელობის მითითებების და დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;
** საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და კომპანიის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება; სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და აუცილებელია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისათვის;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო: უმაღლესი განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა - სამართალი;
** სასურველი უცხო ენა: ინგლისური;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint;
** სამუშაო გამოცდილება: იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულ კანდიდატებს.

საკონკურსო თემატიკა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
3. საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ";
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
10. საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
11."სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილება.

პიროვნული თვისებები: ამოცანათა ფორმალიზების, სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, წერითი და ვერბალური კომუნიკაციის, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნების პრინციპების რეალიზების, საქმიან ურთიერთობათა ეთიკის, მოლაპარაკების წარმართვის, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.