აკაკი მშვიდობაძე



აკაკი მშვიდობაძეს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წყალმომარაგების კომპანიაში, დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა დირექტორის მრჩევლის პოზიციას, მშენებლობის ზედამხედველობის, გარემოს დაცვისა და ნებართვების მიმართულებით.

2018 - 2021 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე. მანამდე მუშაობდა სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"-ში სხვადასხვა პოზიციაზე. ის იყო როგორც საკასო ოპერაციების განყოფილების უფროსი, ასევე ნაღდი საშუალებების ბრუნვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამასთან ერთად, აქტივ-პასივების კომიტეტის წევრი. აქტიურად იყო ჩართული საკრედიტო და სალარო მომსახურების სფეროში. იგი 2006-2007 წლებში სს "კავკასიის განვითარების ბანკში“ საკრედიტო-საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა.

აკაკი მშვიდობაძე განათლებით იურისტი და ეკონომისტია. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ეკონომიკის მაგისტრი.