სოფელ უდაბნოში დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო


2017-05-01

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიორგი კობერიძე შვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში გამწვანების აქციას შეუერთდა. აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა 200-მდე წიწვოვანი ხის ნერგი დარგეს.

გამწვანების აქციაში სოფლის მოსახლეობა და უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. წიწვოვანი ხეები სკოლისა და სოფლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.

სოფელს 40 წლის განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად რამდენიმე თვეა ადგილობრივები 24 საათიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ. წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობამ უდაბნოს მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემები მკვეთრად გააუმჯობესა.

ღონისძიება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით მოეწყო.




სიახლეები