გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შშმ პირთა პროფესიული დასაქმების პროგრამაში ჩაერთო
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი "შშმ პირთა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების" პროგრამაში ჩაერთო, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რამდენიმე თვის განმავლობაში პროფესიულ ხელობას შეისწავლიან, ასევე გაეცნობიან წყალმომარაგების კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რომელიც მათ შემდგომ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
კომპანიის დირექტორი, გიორგი კობერიძე ქუთაისში, წყალმომარაგების კომპანიის საამქროს ესტუმრა, სადაც ერთ-ერთი მათგანი შემდუღებლის ხელობას ეუფლება და შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირთა სამუშაო გარემოს პირადად გაეცნო.
გიორგი კობერიძე ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში, აღმირცხველის პოზიციაზე დასაქმებულ შშმ პირებთან ერთადაც იმყოფებოდა, სადაც მოხმარებული წყლის მაჩვენებელი მათთან ერთად შეამოწმა და სისტემაში აღრიცხვის პროცედურებიც აუხსნა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობას რეგიონების მასშტაბით გეგმავს.