
ქუთაისში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
2021-11-02
ქუთაისში, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, მოსახლეობის ნაწილს, 4 ნოემბრის, 03:00 საათიდან - 20:00 საათამდე წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ.
შექმნილი დისკომფორტის გამო, წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის.