სოფელ მატანის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2021-09-28

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის.

ამჯერად, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და დასახლების უმეტეს ნაწილში ათწლეულებია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივების ნაწილი საუბნო ონკანებით სარგებლობს, ნაწილს კი წყალი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდა 3 სათავე ნაგებობა, რეზერვუარი. გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს. მდინარე კურტანაძეულის კალაპოტში მოეწყო დრენაჟი და ნაპირდამცავი გაბიონი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, 4 500-ზე მეტი ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები