ქუთაისში 40 ათას აბონენტს წყალმომრაგების გრაფიკი გაუუმჯობესდა


2010-11-09

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი 6 ნოემბერს ქუთაისს ესტუმრება. ვიზიტის მიზანია, მინისტრმა მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო და არის ქუთაისში წყალმომარაგების კუთხით და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა გააუმჯობესა თუ არა წყლის მიწოდების გრაფიკი. ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი ვაკის უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახსაც ესტუმრება და უშუალოდ ამ ხალხისგან მოისმენს ინფორმაციას არსებულ მდომარეობაზე.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ოპერირებისა და მაგისტრალურ ქსელებზე ტექნიკური დანაკარგების აღმოფხვრის ხარჯზე, ქუთაისის 40 ათასი აბონენტისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესება უზრუნველყო. თუ კი აქამდე მოსახლეობა წყალს დღეგამოშვებით იღებდა, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წყლის მიწოდების ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდა.
ფარცხანაყანებისა და ქვიტირის სათავე ნაგებობებიდან გამომავალ მაგისტრალურ ქსელებზე ლიკვიდირებულ იქნა უკანონო დაერთებები. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, რამაც მოხმარებული წყლის ზუსტ აღრიცხვასა და სასმელი წყლის უყაირათოდ ხარჯვის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩვეული ტემპით ქუთაისის სხვადასხვა უბნენშიც ახორციელებს.
რაც შეეხება ავტოქარხნის დასახლებაში მუნიციპალური ფონდის მიერ მიმდინარე  სამშენებლო სამუშაოებს, იგი წყალსადენის  ქსელის სრულ განახლებასა და საბოლოო ჯამში მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს.




სიახლეები