წყლის ხარისხის კონტროლი
როგორ ხორციელდება წყლის ხარისხის მონიტორინგი?
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს ლაბორატორიული ქსელით, რომელიც მოიცავს 8 რეგიონულ და 35 სერვის ცენტრის ლაბორატორიებს.
რეგიონული ლაბორატორიები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: ბოლნისი, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ახალციხე და თელავი.
რა აპარატურით ხდება წყლის ხარისხის კონტროლი?
ლაბორატორიები აღჭურვილია შემდეგი აპარატურით: ქიმიური ანალიზებისთვის-
ფოტომეტრი AL-400-iT, პორტატული PH-მზომი sd 50 და condi-ის მზომი sd 70 –ის
აპარატი, ხოლო ბაქტერიოლოგიური კვლევებისათვის - აპარატი ,, TRAVAS“-ი. აგრეთვე
ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის საჭირო შემდეგი სახის დანადგარებით:
წყლის დისტილატორი, საშრობი კარადა, მიკრობიოლოგიური ინკუბატორი, ელექტრო
სასწორი, ავტოკლავი და მუფელის ღუმელი.
რა ინტერვალით ხორციელდება წყლის ხარისხის მონიტორინგი?
ტექნიკური რეგლამენტისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სისტემატურად მიმდინარეობს ნედლი (სათავეებზე არსებული) და დამუშავებული (ქსელში არსებული) წყლის მონიტორინგი და ყოველდღიურად ტარდება ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები.