წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში 10 მილიონის ღირებულების პროექტებს ახორციელებს


2020-12-04

წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში, უწყვეტი წყალმომარაგებისა და დებიტის გაზრდის მიზნით, დამატებით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია გაეცნო.

,, წელს კურორტზე ინტენსიურად ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს. ბაკურიანში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც ითვალისწინებდა ქსელის მშენებლობას, სათავე ნაგებობებისა და შემკრები რეზერვუარების მოწყობას. არსებული სისტემა შეიცვალა სრულიად ახალი სისტემებით. შესაბამისად, ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ წელს და მომავალ წლებშიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ბაკურიანს აღარ ექნება“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.

მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს დებიტის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებს , რომელიც ასევე მოიცავს არსებული ობიექტების რეაბილიტაციას და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას. გარდა ამისა, მოეწყობა ჭაბურღილები, რეაბილიტირდება რეზერვუარები, სატუმბო სადგური და გამწმენდი ნაგებობა.

შედეგად , მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და კურორტს გამართული ინფრასტრუქტურა მოემსახურება.




სიახლეები