ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია


2020-06-26

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი. ამ დროისთვის ქალაქი სრულად ახალ ქსელზე უკვე გადაერთებულია. ასევე, დასრულების ეტაპზეა აბონენტების გამრიცხველიანება, რის შემდეგაც ქალაქი სრულად 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებიდან მარაგდებოდა.

ინფრასტრუქტურული სამუშოებისთვის, აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით, 94 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში დამატებით ორ პროექტს - წყალარინების ქსელის და გამწმენი ნაგებობის მშენებლობას ახორციელბს.




სიახლეები