საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს


2026-07-24

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჟინვალისა და სანახშირის სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებს. ამასთან, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, გამანაწილებელი და წყალმომარაგების ქსელი.

ამჟამად ქალაქ დუშეთის ნაწილს, სანახშირის სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტის შემცირების გამო, წყალმომარაგება შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. დაბა ჟინვალში კი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წყლის ამღვრევა სატუმბი სადგურის მუშაობას აფერხებს, რაც წყალმომარაგების შეფერხებებს იწვევს.

პროექტის დასრულების შემდეგ არსებული პრობლემები სრულად აღმოიფხვრება და ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის 8 000-მდე ოჯახი სტაბილური, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 36 მილიონ ლარზე მეტია.




სიახლეები