ანაკლიაში პირველი კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს
2016-06-06
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს -კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას პირველად ახორცილებს.
მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ,ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, ასევე შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, ხოლო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2015 წელს განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.