შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან
2016-01-26
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ.
უცხოელი სტუმრები კომპანიის დირექტორს ნიკოლოზ ქიზიყურაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ყურადღება გაამახვილა 24 ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე და ობიექტებზე არსებულ ვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ 24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. დაფინანსების მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.