ახალციხეში 200 ოჯახისთვის წყალარინების სისტემის მოწყობა სრულდება


2020-03-10

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აპრილში დასრულდება, რის შემდეგაც, დასახლებაში არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.




სიახლეები