ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება


2015-04-23

დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა - რეაბილიტაციის მეორე ფაზის შესახებ.ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და თურქულ კომპანია „SMK Ulusal Insaat“-ის გენერალურმა მენეჯერმა, ტაიფუნ კაიაშმა.დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ქუთაისში სასმელი წყლის ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის განხორციელების ვადა 3 წელია, ხოლო ღირებულება 86 მილიონი ლარი. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. 

 




სიახლეები